The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იგორ ღურჯია

იგორ ღურჯია
Date of birth:3 July, 1947  (77 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

1973 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ფოთის სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში; გაიარა ყველა პროფესიული სამსახურებრივი საფეხური ოსტატიდან სამშენებლო სამმართველოს უფროსამდე; მონაწილეობდა ფოთის წისქვილქარხნის ელევატორისა და კოშკის (რომელთა მონოლითური რკინაბეტონის სამუშაოების შესრულება მიმდინარეობდა მცოცავი ყალიბის გამოყენებით), მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების, საბავშვო ბაღების, სკოლის, სპორტული კომპლექსის, ფოთის 450-ადგილიანი დრამატული თეატრის და სხვა ობიექტების მშენებლობაში; არის შპს "კუნძულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.588


Share: