Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ყანჩელი![]()
Biographyდაბადების ადგილი : ქ. გორი. დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს გზატკეცილების მთავარი სამმართველოს თელავის ხიდების N9 სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში; იყო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი, უფროსი სამუშაოთა მწარმოებელი; 1970-1972წწ. მუშაობდა თბილისის N15 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1972-1977წწ. სამმართველოს უფროსად; 1977-1986წწ. თბილისის N11 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმათველოს უფროსად; 1986-1993წწ. საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N1 საგზაო სარემონტო-სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1993-2000წწ. მუშაობდა მოსკოვში მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით აშენდა მრავალი სახიდე გადასასვლელი მდინარეებზე: სვიანაზე, მშრალ ხევზე (მთათუშეთში), თურდოსხევზე, ინწობაზე, ბოლიაზე, ხოდაშენისხევზე (კახეთის ზონაში), იუფშარაზე "ბზიფი-რიწა-ავადხარას" გზაზე, ხანისწყალსა და წაბლარაზე (2-2 ხიდი - ბაღდათის რაიონში), ლოჭინოსხევზე, იორზე, ჩაილურზე; აიგო გზაგამტარი სოფელ ბადიაურთან, "თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის" გზაზე, ხიდი მშრალ ხევზე ("მცხეთა-ყაზბეგი-ლარსის" გზაზე) და 5 ხიდი "ბზიფი-რიწის" გზაზე (აფხაზეთი); აღდგა წყალდიდობით დაზიანებული ხიდი მდინარე ჭოროხზე (აჭარა), რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "ბადიაური-ბაკურციხე-გურჯაანის", "წნორი-ენამთისა" და "საგარეჯო-უდაბნოს" გზებს; მონაწილეობდა I კატეგორიის გზის "თბილისი-ნატახტარის" მონაკვეთის, თბილისის შემოსავლელი გზებისა და საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საინჟინრო კორპუსის მშენებლობაში; ასევე, მიწისძვრის შედეგად დანგრეული ქ. სპიტაკის აღდგენაში (სომხეთში); ხელმძღვანელობდა საჩხერისა და ჭიათურის რაიონებში გზების აღდგენით სამუშაოებს, სოფრინოს, პუშკინოს, რიგის, ყაზანისა და ლენინგრადის სადგურების, რკინიგზის პოლიკლინიკების, 300-ბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და შიდა სამუშაოებს (ქ. მოსკოვში); შპს "საქგზაპროექტის" გენერალური დირექტორია; მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, ქ. მოსკოვის მერისა და რუსეთის ფედერაციის რკინიგზის უფროსის მადლობები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.591-592; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |