Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ყიფიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1975 წელს; გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში. 1975 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისის საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში"; 1987 წლიდან იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1988 წლიდან საკუთარ საპროექტო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს; 1988 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურული პროექტების და პროექტირების საკანონმდებლო დარგში; მის მიერ განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია: საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 მთავარი სამმართველოს სარეაბილიტაციო საავადმყოფოს პროექტი (1981); საცხოვრებელი კვარტალი ქ. ტიუმენში (1986); სკოლა, რესტორანი და უნივერსამი ქ. ტიუმენში (1986-1989), ქ. თბილისში მე-3 მასივის რეკონსტრუქციის პროექტი (1990), ყრუთა საზოგადოების სპორტუს-კულტურული კომპლექსი (1992), წყნეთში - "ვაშლის ბაღების", "მშრალი ტბის", ახალდაბის გზის მიმდებარე ტერიტორიების დაგეგმარება (1998-2003), საცხოვრებელი სახლები ქ. თბილისში იოსებიძის, საბურთალოს, ფოთის, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, აკაკი წერეთლის გამზირზე (2005-2015) და სხვა. არქიტექტურის დოქტორი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.595 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |