The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ყუბანეიშვილი

არჩილ ყუბანეიშვილი
Date of birth:15 August, 1937  (87 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1960 წელს; 1964-1966წწ. სწავლობდა ასპირანტურაში.

1960-1963წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო მშენებლობის სამინისტროს N454 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო "ხიდმშენში" ხიდების მშენებლობასა და რეკონსტრუქციაზე სამუშაოთა მწარმოებლად; 1967 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, განყოფილების გამგის თანამდებობებზე. მისი მოღვაწეობის სფერო მოიცავს ახალი პროგრესული კონსტრუქციების დამუშავებასა და ენერგეტიკულ, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში დანერგვას; მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით დამუშავებულია რვა თავი "სამშენებლო ნორმები და წესები"; მეცნიერულ და პრაქტიკულ დონეზე ატარებდა საქართველოში მშენებარე, კონსტრუქციულად რთულ ნაგებობებში გამოყენებული სამშენებლო მასალების კვლევას; გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მიღებული აქვს 10 საავტორო მოწმობა, საქართველოს, გერმანიის, აშშ, იაპონიის პატენტები. 1990-2008წწ. იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი სპეციალიზირებული საბჭოების წევრი. 1988 წლიდან კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობს მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. 1987-1990წწ. არჩეული იყო სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების დინამიკისა და სეისმოლოგიის საუწყებო კომისიის წევრად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1968), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1988), პროფესორი (1992).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.597; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.359-360

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: