Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ყურუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოქტომბერი, ზუგდიდის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1949 წელს. მუშაობდა კასპის ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად და პარალელურად სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ფაკულტეტის დაუსწრებელ სწავლების განყოფილებაზე; 1954 წელს დაინიშნა ცემენტის ქარხნის ჯერ ცვლის უფროსად, შემდგომ კი საამქროს უფროსად; 1957 წლიდან იყო ქარხნის მთავარი ინჟინერი; როგორც გამოცდილი სპეციალისტი და ორგანიზატორი საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს მიერ გადაყვანილ იქნა მეტეხის მშენებარე აგურის ქარხნის მთავარ ინჟინრად, ხოლო მშენებლობის დამთავრების შემდეგ, დირექტორად დაინიშნა; აღნიშნული ქარხნის სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის შემდეგ მისი გენერალური დირექტორი იყო; დიდია მისი ღვაწლი და დამსახურება საქართველოში ადგილობრივი რესურსებით საშენ მასალათა წარმოების განვითარების საქმეში, რის გათვალისწინებითაც საქართველოს დამსახურებული ინჟინრის საპატიო წოდება მიენიჭა; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.598-599; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.273 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |