The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ ლალიაშვილი

თამარ ლალიაშვილი
Date of birth:10 June, 1963  (61 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: თიანეთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1997-1998წწ. სტაჟირება გაიარა ქ. ბრემენის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოში; იყო ფრიდრიხ ებერტის ფონდის სტიპენდიატი; მაქს-პლანკის სახელობის საზოგადოების სტიპენდიანტი (2000, 2003). 1988-1990წწ. მუშაობდა ისნის რაიონის სასამართლოს სხდომის მდივნად; 1990-1992წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტად; 1992-1999წწ. გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორად; 1999-2000წწ. მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ; 2001-2006წწ. იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2007-2010წწ. ქ. ბრემენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი (2010); გ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორი (2011); 2011-2013წწ. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სამართალმცოდნე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საპროცესო შეთანხმების შედარებითი ანალიზი გერმანიის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სისხლის სამართლის პროცესის შესაბამისად".

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.282; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: sangu.edu.ge; კვირის პალიტრა: kvirispalitra.ge

Member of Organizations

  • საქართველოში სისხლის სამრთლის რეფორმების განმახორციელებელი სამთავრობო კომისია , წევრი (2002-2003)
  • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მომუშავე კომისია, წევრი

Bibliography


Share: