Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ლებანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს; მოსკოვის ქირურგიის ცენტრის კლინიკური ორდინატურა 1975 წელს; ასპირანტურა 1978 წელს. 1978-1980წწ. იყო ქ. მოსკოვის ქირურგიის ცენტრის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1980-1882წწ. თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1982 წლიდან საქართველოს სახელმწიფო აკადემიის ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის კათედრის გამგე; 1981-2004წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი; 1992-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სამმართველოს უფროსი; 1988-2005წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე; 2004 წლიდან ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა "კარაპს მედლაინის" დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი სპეციალობაში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დარგში, სადისერტაციო საბჭოს წევრი სპეციალობებში "ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია" და "კრიტიკული მედიცინა". გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 1 მეთოდური რეკომენდაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.285; vidal.ge; ka-ge.facebook.com; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.201 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |