Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ შარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქედის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1974-1982წწ. მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კომუნალური მეურნეობის სამინისტროს საპროექტო ორგანიზაციაში ინჟინრად, მთავარ სპეციალისტად და განყოფილების უფროსად; 1982-1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში - პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის საექსპერტიზო ბიუროსა და არქმშენინსპექციის უფროსად; 1997-2002წწ იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე; 2002-2007წწ. შპს "აჭარის ელექტროკომპანიის" ინჟინერი; 2007 წლიდან შპს "კონსტრუქტორ-21"-ის ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1976-1983წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს ბატუმის ინდუსტრიულ ტექნიკუმში; 1990-1991წწ. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და 2005-2009წწ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე; სხვადასხვა დროს თავმჯდომარეობდა საგამოცდო კომისიებს; აქტიურად იყო ჩართული, როგორც დამპროექტებელი, მშენებელი და ხელმძღვანელობდა არაერთი სამრეწველო, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის მშენებლობას; მიღებული აქვს რიგი საუწყებო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.607; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.105 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |