The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ შერვაშიძე

ჯემალ შერვაშიძე
დაბადების თარიღი:15 დეკემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს; სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტი 1981 წელს.

1972-1977წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენსახპროექტის" სოხუმის ფილიალის ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1977-1985წწ. სოხუმის სახლმშენებელი კომბინატის უფროსად; 1985-1986წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1986-1988წწ. იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 სამშენებლო-სარემონტო ტრესტის მმართველი; 1988-1992წწ. საწარმოო გაერთიანება "აფხაზავტოგზის" უფროსი; 1992-1996წწ. დევნილობის პერიოდში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ტრანსპორტის მინისტრთა საბჭოს ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საავტომობილო გზების მინისტრი; 1997-2007წწ. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2007-2012წწ. აფხაზეთის ა/რ ეკონომიკის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2012 წლიდან ხელმძღვანელობს აფხაზეთის ა/რ ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტს; მისი ხელმძღვანელობით აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აშენდა საცხოვრებელი სახლები 400 000კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართობის რაოდენობით, სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტები, ყოველწლიურად რემონტდებოდა და შენდებოდა 160-180 კმ საავტომობილო გზა; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი რეგიონის სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.618; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.252

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

გააზიარე: