The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კობა შუბლაძე

კობა შუბლაძე
Date of birth:5 August, 1935
Date of death:7 May, 2022  (at 86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

მუშაობდა სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "კავკასელექტროქსელმშენის" N54 მექანიზებულ კოლონაში; გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური ოსტატიდან კოლონის უფროსობამდე; ხელმძღვანელობდა იმავე ტრესტის თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს და "საქმთავარენერგოს" მცირე ჰესების ახალშექმნილ სამმართველოს; მონაწილეობდა "სტავროპოლსკაიას", "ტიხორეცკაიას", "პროხლადნაიას" (რუსეთი), "აფშერონის" (აზერბაიჯანი), "მარაშის" (სომხეთი), რუსთავის და მცირე ნავთლუღის ელექტროქვესადგურების, "ჩხოროწყუჰესის", "დმანისჰესის", "დურიფშჰესის", "არხოტჰესის", ასევე ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონის ქვესადგურების: "ნივინომინსკაიას", "ალაგირის", "ვლადიკავკაზ-2"-ს მშენებლობაში; ხელმძღვანელობდა მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის უნიკალური შენობის, თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელების (ი. ჭავჭავაძის პროსპექტსა და კოლმეურნეობის მოედანზე), გაგრის მიწისქვეშა გადასასვლელისა და სანატორიუმ "თბილისის" კომპლექსური სამკურნალო-სამედიცინო კორპუსის მშენებლობას; არის ჩრდილო ოსეთის საპატიო ენერგეტიკოსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.621-622

Awards and Honors

  • სამკერდე ნიშანი "ელექტრიფიკაციისა და ენერგეტიკის ფრიადოსანი"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: