Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ ჩანტლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1962 წელს. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტებში "საქგიპროზემი" და "საქსახპროექტი"; იყო საქართველოს მინისტრთა საბჭოს არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების რეფერენტი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი, განყოფილების გამგის მოადგილე; მუშაობდა სს "საქქალაქმშენსახპროექტის" კომერციულ დირექტორად; მონაწილეობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა და რუსთავის (საქართველო), ბოკაროს (ინდოეთი), კრემიკოვცების (ბულგარეთი) მეტალურგიული ქარხნების, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის, ბათუმის სახლსაშენი კომბინატის გაფართოება-რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების პროცესებში, ასევე, ახალი ობიექტების პროექტირებაში; კურირებდა სოციალური და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას, ჩერნობილის ავარიით დაზარალებული ქ. სლავუტიჩისა და საქართველოში მიწისძვრით დაზიანებული რეგიონების ობიექტების აღდგენას, ევროპის პირველობისთვის ფოთის წყალჯომარდობის კომპლექსის ობიექტების მომზადებას; მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.626
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |