Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948-1960წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, სამმართველოს უფროსად; 1960-1967წწ. "ცეკავშირის" ბათუმის სამშენებლო სამმართველოს უფროსად: 1968-1996წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ბათუმის N10 სამშენებლო ტრესტის მმართველად; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, გადამამუშავებელი მრეწველობისა და სოციალურ-კულტურული დანიშნულების არაერთი ობიექტი; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქ. ბათუმის კეთილმოწყობასა და განახლებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.627; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.262 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |