The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზორიკ ჩაჩავა

ზორიკ ჩაჩავა
Legal name:ზურაბ ჩაჩავა
Date of birth:26 February, 1929
Date of death:2012  (at 82 years)
Category:Engineer, Scientist, Athlete

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. მოსკოვის ბაუმანის სახელობის უმაღლესი სასწავლებელი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; სწავლა გააგრძელა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე.

1967 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროსოფლმშენში" ინჟინრად, შემდეგ იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტ "თბილზნიიეპის" უფროსი ინჟინერი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-2003წწ. მუშაობდა საინჟინრო დანადგარებისა და ჰელიოტექნიკის ლაბორატორიის გამგედ; მისი ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო მზის ენერგიის გამოყენების პრობლემა სხვადასხვა დანიშნულების შენობებისათვის თბომომარაგების სისტემაში; არის 46 სამეცნიერო შრომის და 6 საავტორო მოწმობის ავტორი; წლების განმავლობაში სამსახურებრივი მივლინებებით იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, რუმინეთში, უნგრეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში სხვადასხვა სპეცდანიშნულების ობიექტების პროექტირებისა და მშენებლობის ზედამხედველობის საავტორო უფლებით; თვალსაჩინო მიღწევები ჰქონდა დიდ სპორტში; იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი; წყალბურთელი; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.628; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.256

Awards and Honors

  • 1996 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში, მაღალი რანგის სპორტსმენთა მომზადებასა და ახალგაზრდა თაობის ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და ორგანიზატორული საქმიანობისათვის
  • საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი
  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
  • სპორტის დამსახურებული ოსტატი

Bibliography

  • მეგობრობის საიდუმლო : მოგონებები (Author). - თბილისი, შპს "ფავორიტი სტილი", 2014. - 244 გვ.
  • Viva water polo! : ქართული წყალბურთი (Author). - თბილისი, MMC, 2012. - 200გვ.
  • წყალბურთი : შეჯიბრების ორგანიზაცია და თამაშის წესები (Compiler). - თბილისი, 1992. - 18გვ.

Share: