Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გურამ ჩახვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1959 წელს. 1959 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; იყო იმავე სამშენებლო სამმართველოს ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1966 წელს დაინიშნა N5 სამშენებლო ტრესტის N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1974 წელს გადაყვანილი იქნა N5 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1976 წელს დაინიშნა N5 სამშენებლო ტრესტის მმართველად; 1978 წლიდან იყო სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "საქსპეცმშენის" N28 მოძრავი მექანიზირებული კოლონის უფროსი; 1985 წელს გადაიყვანეს საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო ტრესტ "საქსპეცმშენის" მმართველად; შემდგომში აღნიშნულ ტრესტს სახელწოდება შეეცვალა და მოქმედებდა როგორც "საქეკოსპეცმშენი", სადაც იგი 1994 წელს გენერალურ დირექტორად დაინიშნა; მიღებული აქვს არაერთი სამთავრობო ჯილდო. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.631-632 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |