The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჩიკვაიძე

თენგიზ ჩიკვაიძე
Date of birth:14 February, 1938  (87 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1961 წელს.

მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქსახკვებმრეწვში", თბილისის ელექტროტექნიკურ ს/კ ინსტიტუტში, საქართველოს სპეციალიზებულ სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანება "საქმონტაჟსპეცმშენში", საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში, საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროში; 1972-1974წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის განყოფილების უფროსის მოადგილე და განყოფილების უფროსი; 1975-1996წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტისა და სახელმწიფო კომიტეტის "საქაგრომრეწვის" თავმჯდომარის მოადგილედ, სოფლის, სატყეო მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოადგილედ; 1996 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დეპარტამენტს; აქტიურად მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი მსხვილი მეფრინველეობის ფაბრიკებისა და მეცხოველეობის კომპლექსების, სამეცნიერო დაწესებულებათა ობიექტების, გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის საწარმოების მშენებლობას, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის 100-მდე კეთილმოწყობილი სოფლის მშენებლობას და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის: საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი, სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.635-636; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.90

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოში აგროსამრეწველო კომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების საქმეში პირადი წვლილისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია

Share: