The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ ჩიკვაიძე

რევაზ ჩიკვაიძე
Date of birth:27 January, 1939  (86 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ტყიბული.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1961წელს.

1961-1964წწ. მუშაობდა ჯგუფის ხელმძღვანელად საპროექტო ინსტიტუტებში - "საქჰიპროშახტი" და "საქსახპროექტი"; მონაწილეობდა თბილისის სამგზავრო საბაგირო გზებისა და სამთო სამრეწველო ობიექტების პროექტირებაში; 1964-1980წწ. მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა მრავალი საპასუხისმგებლო, სამოქალაქო და სატრანსპორტო ნაგებობების გამოცდას - თბილისის სტადიონი "დინამო", საბორნე გადასასვლელები - "ილიჩოსკი-ვარნა", "ბაქო-კრასნოვოდსკი" და სხვა, თბილისის ხიდები (დიდუბის და ბარათაშვილის), რკინიგზის და საავტომობილო ხიდები ამიერკავკასიაში და უკრაინაში; დამუშავებული აქვს მეცნიერულ -კვლევითი თემები რკინაბეტონის თეორიის, სატრანსპორტო და სამოქალაქო ნაგებობების სეისმოდეგობის განხრით ინსტიტუტებთან "НИИЖБ" და "ЦНИИС"-თან ერთად; აგრეთვე ორმხვრივი ხელშეკრულების თანახმად, პრაღის პოლიტექნიკური ინსტიტუტის "ხიდების და რკინაბეტონის კონსტრუქციების" კათედრის სპეციალისტებთან ერთად; 1978 წლიდან ხელმძღვანელობდა საგურამოში და ბორჯომში არსებული კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის მეცნიერულ-ტექნოლოგიური და გამოსაცდელი ბაზების პროექტირებას და მშენებლობას; მონაწილეობდა ორიგინალური კონსტრუქციების სწრაფადგასაშლელი საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციებისათვის გათვალისწინებულ ხიდების დამუშავებაში, პროექტირებაში და სავალე გამოცდებში; არის 50-ზე მეტი მეცნიერული შრომის ავტორი; 1998წ. 23-28 ივლისს კოსმოსში გაყვანილ იქნა კოსმოსური რადიორეფლექტორის უნიკალური კონსტრუქცია, რომლის დამუშავებაში და დაპროექტებაში მონაწილეობისათვის დაჯილდოებულია "ღირსების ორდენით"; არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სამშენებლო კონსტრუქციების" კათედრის დოცენტი, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს სპეციალური საინჟინრო სახელმწიფო ცენტრის სამხედრო-საინჟინრო კონსტრუქციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.636; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.196

Awards and Honors

  • 2001 - მედალი ''საბრძოლო დამსახურებისათვის''
  • 1999 - ღირსების ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის

Share: