The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ ჩინჩალაძე

ოთარ ჩინჩალაძე
Date of birth:1926
Date of death:2012  (at 86 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი 1948 წელს.

მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ჭიათურის მაღაროთა სამმართველოში, სარეწაო კოოპერაციის საბჭოში; 1958 წელს დაინიშნა თბილისის გაზმომარაგების ("თბილგაზის") სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1962-1985წწ. იყო იმავე სამმართველოს უფროსი, ხოლო მის ტრესტად რეორგანიზაციის შემდეგ - ტრესტის მმართველი. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა თბილისის თითქმის მთლიანი გაზიფიკაცია. 1985 წლიდან მუშაობდა "საქგაზსახკომის" თავმჯდომარის თანაშემწედ, ტექნიკური განყოფილების უფროსად, სს "საქტრანსგაზმრეწვის" მთავარ სპეციალისტად; 1999 წლიდან იყო საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში ჯგუფის ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1971 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, მოაწყო ჰიდროდინამიურ გადაცემათა ლაბორატორია. ამავე ინსტიტუტში დოცენტის რანგში კითხულობდა ლექციებს. არის რამდენიმე გამოგონების და ათეულობით რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მინიჭებული აქვს ინჟინერშემდუღებლის საერთაშორისო კვალიფიკაცია. დაჯილდოებულია ორდენებით, მედლებითა და საპატიო სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.637;  წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.380

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: