The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ჩიტაიშვილი

ალექსანდრე ჩიტაიშვილი
Date of birth:8 January, 1905
Date of death:1996  (at 90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1931 წელს.

1928-1936წწ. მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სისტემაში სამუშაოთა მწარმოებლად, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - პედაგოგად; 1936-1940წწ. მტკვრის სანაპიროების სამშენებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელად და მთავარ ინჟინრად; 1940-1943წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" და "თბილმშენის" მმართველის მოადგილედ, მთავარ ინჟინრად; 1943-1944წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ ინჟინრად და კომუნალური მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1944-1945წწ. იყო თბილისის საქალაქო საბჭოს კალინინის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე; 1945-1951წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1951-1957წწ. სამშენებლო ტრესტების - "თბილმშენისა" და 1957-1961წწ. "თბილგაზმშენის" მმართველი; 1961-1972წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" მთავარი ინჟინერი; ხელმძღვანელობდა თბილისის რძის ქარხნის, ბარათაშვილის აღმართის, თბილისის არაერთი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობის, საცხოვრებელი სახლების, საინჟინრო კომუნიკაციების მშენებლობას; დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, საქართველოს უმაღლესი საბჭოსა და სსრკ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ("სახმშენის") სიგელებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.637-638

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: