The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ ჩოლოყაშვილი

სოლომონ ჩოლოყაშვილი
Date of birth:26 March, 1926
Date of death:2008  (at 81 years)
Category:Architect, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს.

1948-2008წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქმშენსახპროექტში", იყო პროექტის მთავარი არქიტექტორი; პრაქტიკული პროფესიული საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ და პედაგოგიურ საქმიანობას; კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; მის ძირითად ნამუშევრებს შორის შეიძლება დასახელდეს შემდეგი: სასტუმრო "აჭარის" პროექტი (თანაავტორ მ. მელიასთან ერთად), მეტროსადგურ "ვაგზლის მოედანი"-ს პროექტი (თანაავტორობით), შ. რუსთაველის სახელობის თეატრის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი, მინისტრთა საბჭოს საცხოვრებელი სახლი საბურთალოს ქ. N40, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაფართოების პროექტი, საცხოვრებელი სახლი უშანგი ჩხეიძის ქ. N33 (წიგნის პალატის გაგრძელებაზე სანაპიროს მხრიდან) და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.646

Member of Organizations

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, წევრი (1953-)

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

Share: