The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ჩუბინიძე

თენგიზ ჩუბინიძე
Date of birth:4 September, 1928  (96 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1954 წელს.

1956-1957წწ. შრომითი საქმიანობა დაიწყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საპროექტო კანტორაში ინჟინრად; მუშაობდა საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოს სამშენებლო სტრუქტურაში; 1957-1961წწ. იყო "ლაჯანურჰესის" სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1961-1964წწ. არაბეთის გაერთიანებულ რესპუბლიკაში, ასუანის მაღლივი კაშხლის მშენებლობაზე უფროსი ინჟინერი; 1964-1971წწ. "ენგურჰესის" მშენებლობაზე სადაწნეო-დერივაციული გვირაბისა და ძალოვანი კვანძის სამშენებლო სამმართველოების მთავარი ინჟინერი, ვარდნილჰესების სამშენებლო სამმართველოს უფროსი; 1971 წლიდან ხელმძღვანელობდა "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოს, პროფესიული კარიერის მიწურულს სამშენებლო გაერთიანება "საქგვირაბმშენის" სისტემაში ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები; იყო არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის საპატიო მოქალაქე.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.650

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი

Share: