The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ ჩხაიძე

როლანდ ჩხაიძე
Date of birth:1 April, 1935  (90 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი აცანა, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1959 წელს.

1959-1964წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1971წწ. იმავე სამინისტროს N3 სამშენებლო ტრესტის N5 სამშენებლო სამმართველოში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1971-1975წწ. სამშენებლო ტრესტ N1 სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1975 წელს დაინიშნა გაჩიანის ხორცკომბინატის მშენებარე ობიექტის დირექციის დირექტორად; 1979 წელს თბილისის საცხოვრებელი სახლების ფასადების სარემონტო სამმართველოს უფროსად; 1983-1988წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის ძველი უბნებისა და შენობების სარემონტო-სარესტავრაციო ტრესტს; 1988-1989წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" N6 სამშენებლო სამმართველოს; 1989 წლიდან სათავეში ედგა სახელმწიფო სამშენებლო გაერთიანება ფირმა "საქსოფმშენის" თბილისის სამშენებლო სამმართველოს; აქტიურად მონაწილეობდა თბილისის საბინაო ფონდისა და ქალაქის მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.652


Share: