Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ჩხეიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ვარდისუბანი, ლაგოდეხის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1983წწ. მუშაობდა საართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N14 სამშენებლო ტრესტის N8 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უბნის უფროსად; 1983 წელს დაინიშნა იმავე ტრესტის N7 სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1987-1994წწ. სათავეში ედგა სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" N5 სახლმშენებელი კომბინატის ქარხანას; მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის საცხოვრებელი მასივების მშენებლობაში, ქ. ჩერნობილის, ქ. სლავუტიჩის მშენებარე ობიექტების რკინაბეტონის ნაკეთობებით მომარაგებაში. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.652
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |