შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯონი ჩხენკელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა სამთო მოპოვებითი სამრწველო გაერთიანება "სამთო ქიმიის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1966-1968წწ. საკავშირო საწარმოო ტრესტ "წყალმრეწვბურღვის" ამიერკავკასიის სამმართველოს უფროსად; 1969-1974წწ. საწარმოო გაერთიანება "საქელექტრომანქანის" კაპმშენებლობის განყოფილების უფროსად; 1974-1977წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1977-1979წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1979-1984წწ. საწარმოო გაერთიანება "მიონის" გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1985-1987წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი; 1988-1993წწ. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან მუშაობს შპს "ბაჯოს" გენერალურ დირექტორად; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სხვადასხვა სამრეწველო, კომუნალური და საყოფაცხოვრებო, კვების მრეწველობის, საწარმოო და სპორტული ობიექტების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.655
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |