The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯონი ჩხენკელი

ჯონი ჩხენკელი
Date of birth:1941  (83 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1966 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა სამთო მოპოვებითი სამრწველო გაერთიანება "სამთო ქიმიის" სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში უფროს ინჟინრად, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1966-1968წწ. საკავშირო საწარმოო ტრესტ "წყალმრეწვბურღვის" ამიერკავკასიის სამმართველოს უფროსად; 1969-1974წწ. საწარმოო გაერთიანება "საქელექტრომანქანის" კაპმშენებლობის განყოფილების უფროსად; 1974-1977წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკური გაერთიანება "საქსოფლტექნიკის" სპეციალიზებული სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1977-1979წწ. საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს სპეციალიზებული სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1979-1984წწ. საწარმოო გაერთიანება "მიონის" გენერალური დირექტორის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1985-1987წწ. საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტროს კაპმშენებლობის განყოფილების უფროსი; 1988-1993წწ. საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1993 წლიდან მუშაობს შპს "ბაჯოს" გენერალურ დირექტორად; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანში, სხვადასხვა სამრეწველო, კომუნალური და საყოფაცხოვრებო, კვების მრეწველობის, საწარმოო და სპორტული ობიექტების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.655


Share: