Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ქეთი მატაბელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1978 წელს. 1981-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფერწერის პედაგოგი, თბილისის მხატვრის სახლის რესტავრატორი. არის ავტორი ფერწერული სერიისა "ძველი თბილისი" (1984). გაფორმებული აქვს ქუთაისის დრამატული თეატრის სპექტაკლი "დონ ქრისტეფორე დე კასტელის ალბომი" (რეჟისორი ნ. გაგნიძე, 1995); რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა "აქ მატარებლებს თეთრად ათოვს" (ანდრე მორუა, რეჟისორი მ. სურმავა, 1996); ტელესპექტაკლი "რაინერ მარია რილკეს პოეზია" (საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი, რეჟისორი მ. სურმავა, 1994); წიგნი "ეროვნული ღირსებისათვის" (2001). მონაწილეობდა გამოფენებში: "არტ მანეჟი" (მოსკოვი, 1997); "არტ მესე" (გერმანია, 1999); თბილკრედიტბანკი (თბილისი, 2001); არტ სალონი (ლონდონი, 2002); პარიზი (2003), გერმანია (2003, 2004), ვენა (2005), თბილისი (2005), პარიზი (2014), ლონდონი (2015), თელავივი (2015), ვარშა (2015). 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნული მუზეუმის დ. შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში; საქართველოს, აშშ-ის, რუსეთის, გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის კერძო კოლექციებში. ფერმწერი, გრაფიკოსი, კოლაჟების და ასამბლაჟების ავტორი. ფესტივალ "ქართული სულის" სპეციალური ჯილდოს მფლობელი (2015). წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.312; თანამედროვე სახვითი ხელოვნების პორტალი: art.gov.ge; mcs.gov.ge; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 34-35; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.573 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |