Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაია ჩხიკვიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1973 წელს; იმავე აკადემიის ასპირანტურა 1978 წელს. არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის პროფესორი; მონაწილეა საერთაშორისო და რესპუბლიკური კონფერენციების, სიმპოზიუმის; არის რიგი მეთოდური ნაშრომების, სამეცნიერო სტატიებისა და განხორციელებული პროექტების ავტორი; მისი ძირითადი ნამუშევრებია: ილ. ჭავჭავაძის მუზეუმის რესტავრაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ქ. თბილისში (1987), სასტუმრო "ინტურისტი" ქ. ბათუმში - რეკონსტრუქციის პროექტი (1984), ავსტრია-საქართველოს ერთობლივი საწარმო "მეტეხის" ადმინისტრაციული შენობა ქ. თბილისში (1990); არის საერთაშორისო და რესპუბლიკური მასშტაბის კონკურსებზე გამარჯვებული სადიპლომო პროექტების ხელმძღვანელი; ინფორმაცია ნ. ჩხიკვიშვილის შესახებ შეტანილია თანამედროვე ქართველ არქიტექტორთა ბიოგრაფიულ ლექსიკონში: "ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ არქიტექტურაში" (1999) და წიგნში "ჩვენ - საქართველოს ქალები" (2009); მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტრის I ხარისხის დიპლომი სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევის მუშაობის წარმატებული ხელმძღვანელობისათვის, საქართველოს პრეზიდენტის მადლობა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.657 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |