შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კერვალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სორი, ონის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ორგანული სინთეზის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა რუსთავის საწარმოო გაერთიანება "აზოტში" სხვადასხვა თანამდებობაზე, ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ საამქროს ტექნოლოგად, საამქროს უფროსად, ქარხნის მთავარ ინჟინრად, გენერალურ დირექტორად. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1996 წლიდან - შპს "რიცეულაჰესის" დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს დამსახურებული ქიმიკოსი. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს სიგელი "აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საუკეთესო დირექტორის ოქროს მედალით". წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.24; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 630 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |