Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ცირეკიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი საწირე, ტყიბულის რაიონი. 1920-1923წწ. მუშაობდა ტყიბულის მაღაროებში მუშად; 1923-1925წწ. მაღაროში აღმრიცხველად; 1925-1927წწ. საქართველოს კპ ტყიბულის რაიკომში საქმეთა მმართველად; 1927-1929წწ. სამთამადნო პროფკავშირის რაიკომის პასუხისმგებელი მდივანად; 1929-1933წწ. სამთო მომპოვებელ ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ; 1933-1935წწ. "ტყიბულქვანახშირის" ტრესტის ლენინის სახ. შახტის უფროსად; 1935-1937წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ; 1937-1939წწ. მოსკოვის საკავშირო სამრეწველო აკადემიის სტუდენტი; 1939-1942წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველის მოადგილედ კაპიტალური მშენებლობის დარგში; 1942-1943წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" სტალინის სახელობის შახტის უფროსად; 1943-1949წწ. სამშენებლო ტრესტ "ტყიბულმშენის" მმართველად; 1949-1952წწ. ტრესტ "ტყიბულქვანახშირის" მმართველად; 1952-1953წწ. სამთო მომპოვებელ კომბინატ "საქნახშირის" სპეც. მომზადების კადრების უფროსად; 1953-1957წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" ჭიათურის სამშენებლო სამმართველოს უფროსად; 1957-1958წწ. სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" მმართველის მოადგილე და ჭიათურის ობიექტების კომპლექსური მშენებლობის სამმართველოს უფროსი; 1958-1962წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ჭიათურმანგანუმმშენის" მმართველის მოადგილედ. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.671 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |