შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1976წწ. იყო რკინიგზის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1971-1976წწ. პირველი კლინიკის საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი; 1976-1986წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2006წწ. ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. 1984 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი – ენდოკრინოლოგი. იგი არის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის მრავალი სამეცნიერო ასოციაციის წევრი და სისტემატურად მონაწილეობს თავისი დარგის მეცნიერთა უმაღლესი დონის შეხვედრებში. არის 1 მონოგრაფიის, 2 მეთოდ-რეკომენდაციის და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მედალი შავი ზღვის ქვეყნებში დიაბეტოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2000). ექიმი ენდოკრინოლოგი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.332; მედპორტალი: medportal.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |