Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მეტრეველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს. 1970-1976წწ. იყო რკინიგზის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1971-1976წწ. პირველი კლინიკის საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების ექიმი; 1976-1986წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ენდოკრინოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1986-2006წწ. ამავე ინსტიტუტის კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. 1984 წლიდან არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი – ენდოკრინოლოგი. იგი არის საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ენდოკრინოლოგიური პროფილის მრავალი სამეცნიერო ასოციაციის წევრი და სისტემატურად მონაწილეობს თავისი დარგის მეცნიერთა უმაღლესი დონის შეხვედრებში. არის 1 მონოგრაფიის, 2 მეთოდ-რეკომენდაციის და 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მედალი შავი ზღვის ქვეყნებში დიაბეტოლოგიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის (2000). ექიმი ენდოკრინოლოგი. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.332; მედპორტალი: medportal.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |