Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დემურ ხარაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1954 წელს. 1954-1965 წლებში იგი იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის მილსაგლინავი საამქროს გლინვის ოსტატის თანაშემწე, ოსტატი, მილსაგლინავ აგრეგატ "400" -ის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე, 1965-1975 წლებში - კომბინატის ტექნიკური განყოფილების უფროსი - კომბინატის მთავარი ინჟინრის მოადგილე, 1976-2004 წლებში - კომბინატის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ახალი ტექნიკის დანერგვის დარგში, 2004-2006 წლებში - შპს "რუსთავის მეტალურგიული კომბინატის" ტექნიკური განყოფილების უფროსი, 2006-2007 წლებში - სს "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2007 წლიდან იგი პენსიონერია. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს დამსახურებული რაციონალიზატორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.32; გვ.117 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |