Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ომარბეი ძიაპშიპა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1978 წელს. 1975-1980წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად; 1980-1985წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N13 სამშენებლო ტრესტის სამშენებლო სამმართველოს მშენებელო ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი; 1985-1996წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში სამუშაოთა მწარმოებლად, მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1996 წელს დაინიშნა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილედ; 2000-2001წწ. მუშაობდა შპს "აზიმუტის" მთავარ ინჟინრად; 2001-2002წწ. იყო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომუნალური დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2002-2004წწ. შპს "ნიკის" მშენებლობის მენეჯერი; 2004 წლიდან შპს "ი.მ.კ.+"-ის მშენებლობის მენეჯერია; მონაწილეობდა თბილისის მეტროპოლიტენის, საქართველოს მთავრობის კანცელარიის, სამთავრობო დასასვენებელი სახლი "ჩაიკას" დაბა ნიუსერაში, სახვითი ხელოვნების მუზეუმის თბილისში და სხვა სამრეწველო და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და საუწყებო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.680
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |