Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნოდარ ძიძიგური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951-1965წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სფეროში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1965-1987წწ. იყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N9 სამშენებლო ტრესტის ბორჯომის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი, იმავე სამინისტროს N12 სამშენებლო ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა მცირე ჰიდროელექტროსადგურების აღდგენას; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი, პურისა და რძის ქარხნების (ლიკანში), საავადმყოფო კომპლექსის (ვაშლოვანში), სანატორიუმების ("მთის ხეობა", "პლატო"), კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის (პლატოზე), სასტუმრო "თბილისის" (ბორჯომში), რვასართულიანი და თექსვმეტსართულიანი სახლების, სკოლებისა (დიდ მიტარბში, ახალ უბანსა და ქვაბისხევში) და სხვა სამოქალაქო-სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.681
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |