The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ძოწენიძე

თამაზ ძოწენიძე
Date of birth:10 November, 1935  (89 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1962წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენის" სამშენებლო სამმართველო "თბილმიწქვეშგზამშენში" მშენებელ ოსტატად; 1962-1964წწ. იმავე სამინისტროს N1 სამშენებლო ტრესტის რუსთავის სამშენებლო სამმართველო "მეტალურგმშენში" სამუშაოთა მწარმოებლად; 1964-1974წწ. N5 სამშენებლო სამმართველოში მთავარ ინჟინრად, უფროსად; 1977-1983წწ. იყო სსრკ "მშენბანკის" საქართველოს განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; 1983-1990წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 1991-1992წწ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" მმართველი; 1992-1994წწ. თბილისის კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1995-1997წწ. მუშაობდა სს პრივატიზაციის სპეციალიზებული-საინვესტიციო ფონდ "მთავარინვესტის" მმართველად; 1998-2003წწ. იყო სააქციო საზოგადოებების "ლაოს", "სპეცჰელიოთბომონტაჟის", "მეგობრობის", "ვერძი-94"-ისა და "ბიზნესცენტრი საშენი მასალების" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო და ზოოვეტერინალური ინსტიტუტების, სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო კორპუსების, გამოთვლითი და მართვითი მანქანების ქარხნის, ფარმაცევტული და უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკების, ტაბახმელის ბიოკომბინატის I რიგის, კავშირგაბმულობის სახლის (თბილისში), სკოლების, საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას; არის სსრკ მშენებლობის სამინისტროს სოცშეჯიბრის წარჩინებული (1970).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.682-683

Awards and Honors

  • შრომის ვეტერანი
  • ღირსების ორდენი

Share: