Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი მირზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი 1984 წელს. 1987-1990წწ. სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1986-1987წწ. იყო მანავის საშუალო სკოლის ხატვის პედაგოგი. მუშაობდა ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა შემოქმედებით მუზეუმში. 1975 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. არის ავტორი ნამუშევრებისა: "ქარი" (1994). "ნატურმორტი ყავის საფქვავით" (1986), "ლურჯი ნატურმორტი" (1974), "თათია პაჭკორია' (1989), "ელენე გედევანიშვილი" (1985), "კახა თოლორდავა" (1985). კოლაჟი "ნიკალა" (1998), "მოღალატე" (1998), "გედი" (1998), "მარქსი, ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი" (1998). გამართული აქვს პერსონალური გამოფენები: მხატვრის სახლი (1987), გალერეა "ვერნისაჟი" (თბილისი, 1998, 1999); მიღებული აქვს მონაწილეობა გამოფენებში: შემოქმედებითი სახელოსნოების საკავშირო (1990), ფაშიზმზე გამარჯვების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი, საქართველოს ეროვნული გალერეა (1985), საკავშირო, რესპუბლიკის საგაზაფხულო და საშემოდგომო (1984), "ადამიანი, ოჯახი, გარემო", აშშ 6 ქალაქი (1994), საქართველოს ეროვნული გალერე (1997). მისი ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი) ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.338; სიესტა: siestabooks.blogspot.com; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 128-129 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |