The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი წითლანაძე

გიორგი წითლანაძე
Date of birth:21 April, 1935  (90 years)
Category:Public official, Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სარო, ასპინძის რაიონი.

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს.

1958-1960წწ. რუსეთში ქ. ჩელიაბინსკის სამშენებლო ტრესტ "იუჟურალტრანსმშენში" სამუშაოთა მწარმოებლი; 1960 წელს  ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასკომის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლი, შემდგომ  ასპინძის რაიონის ადგილობრივი მეურნეობის დარგთაშორის კომბინატში მთავარი ინჟინრი; 1961 წელს დაინიშნა ამავე კომბინატის გენერალურ დირექტორად; 1965-1973წწ. ასპინძის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს უფროსი; 1973-1980წწ. ასპინძის მშრომელთა დეპუტატების რაისაბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე; 1983-1990წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტ "საქმშენინდუსტრიის" მმართველის მოადგილე; 1990 წელს არჩეულ იქნა საქართველოს კპ ასპინძის რაიონული კომიტეტის პირველ მდივნი; 1990-1991წწ.  საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, ასპინძის №99 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1993-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის  პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ასპინძის №5.39 ერთმანდატიანი სარჩევნო ოლქიდან; 1994-1998წწ. იყო ასპინძის რაიონის გამგებელი; 1999-2001წწ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული საგადასახადო ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2001-2005წწ. სამცხე-ჯავახეთის ტურიზმისა და კურორტების რეგიონული სამმართველოს უფროსი.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.684-685; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.388; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1994)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგამბულობის კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: