Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ წიკლაური![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მცხეთა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1952 წელს. 1952-1984წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სისტემაში; 1972 წლიდან იყო საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსი და კოლეგიის წევრი; 1976-1984წწ. იყო წყალ-სამეურნეო ობიექტების მშენებლობის საკავშირო დაქვემდებარების მთავარი სამშენებლო სამმართველოს "საქმთავარწყალმშენის" უფროსის პირველი მოადგილე; 1984-1990წწ. საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის განყოფილებას; 1990-1993წწ. მუშაობდა საქართველოს საკოლმეურნეობათაშორისო მშენებლობის საბჭოს თავმჯდომარედ; მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ქვემო და ზემო სამგორის, ზემო ალაზნის, "ტბისი-კუმისის", "თეზი-ოკამის", ზემო ხაშურის, ტაშისკარის, მალხაზის წვერის სარწყავი სისტემების, კოლხეთის დაბლობის დაშრობის ნაგებობების, ალგეთის, ასურეთის, ზონკარის წყალსაცავების, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობებს; არის საირიგაციო სისტემების ანაკრები რკინაბეტონის ღარული სარწყავი არხების ტიპობრივი პროექტირების, შემდეგ კი პრაქტიკაში დანერგვის ინიციატორი და მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.685 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |