The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ ჭეიშვილი

თეიმურაზ ჭეიშვილი
Date of birth:3 August, 1953  (71 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978-1981წწ. მუშაობდა სამშენებლო გაერთიანება "თბილგვირაბმშენში" ცვლის უფროსად; 1981-1989წწ. "თბილქალაქმშენის" N1 სახლმშენებელ კომბინატში სამუშაოთა მწარმოებლად და სამონტაჟო ნაკადის უფროსად; 1989-1992წწ. კოოპერატივ "მშენებლის" მთავარ ინჟინრად; 1992-1993წწ. მუშაობდა სამშენებლო საწარმო "სპექტრი 92"-ის დირექტორად; 1993 წლიდან სააქციო საზოგადოება "ინტურიმშენი-კამარას" ტრესტ "ინტურმშენტრანსმომარაგების" მთავარ ინჟინრად, შემდეგ იმავე ტრესტის მმართველის მოადგილედ; 1995 წელს იყო სააქვიო საზოგადოება "ინტურმშენი-კამარას" ტრესტ "ინტურმშენტრანსმომარაგების" N1 სამშენებლო სამონტაჟო სამმართველოს უფროსი; 1996-2013წწ. შპს "მშენებლობა, დიზაინი, რეკონსტრუქციას" დირექტორი; 2013 წლიდან შპს "საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიაში" სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოო ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი; განხორციელებული აქვს და მონაწილეობდა შემდეგ პროექტებში: საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის შენობის რეკონსტრუქცია, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე სანავიგაციო კოშკის შენობის რეკონსტრუქცია-რემონტი, "ექსიმბანკის" სათაო ოფისის რეკონსტრუქცია-რემონტი, განათლების სამინისტროს სასწავლო კორპუსის სარემონტო ბალეტის შენობის გამაგრებისა და სარემონტო სამუშაოები, ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის რემონტი, საქართველოს მაგისტრალური მილსადენის კომპანიის ადმინისტრაციული შენობისა და სხვადასხვა შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია-რემონტი; მუშაობის სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების და კერძო ბინათმშენებლობის განხორციელებაში.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.696-697


Share: