შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ჭინჭარაული![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპეციალობით 1950 წელს. 1950-1952წწ. მუშაობდა სამშენებლო ტრესტ "ხრამჰესმშენის" სისტემაში ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1952-1954წწ. იყო სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" საპროექტო კანტორის სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის სექტორის უფროსი ინჟინერი; 1954-1965წწ. მუშაობდა "ხრამჰესი-2" და სიონის წყალსაცავის მაღლივი კაშხლის მშენებლობის უფროს ინჟინრად, უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად; 1959 წელს დაინიშნა "სიონჰესის" მშენებლობის უფროსად; მისი ხელმძღვანელობით საექსპლუატაციოდ ჩაბარდა სიონის წყალსაცავის კაშხალი და "სიონჰესი"; 1965-1972წწ. გადაიყვანეს "ენგურჰესის" მშენებლობაზე, ვარდნილჰესების კასკადის მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1969 წლიდან დაინიშნა სამმართველოს უფროსად; 1972 წელს მისი ხელმძრვანელობით საექსპლუატაციოდ გადაიცა "ვარდნილჰესი-I"; 1972-1988წწ. მუშაობდა "ვარციხეჰესის" კასკადის მშენებლობის სამმართველოს უფროსად და ამ პერიოდში საექსპლუატაციოდ გადაიცა "ვარციხეჰესის" კასკადის პირველი, მეორე და მესამე ჰიდროელექტროსადგურები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.701 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |