Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახა ნურალიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1996 წელს. 1993-1996 წწ. იყო რუსეთის არმიის 367-ე სამხედრო-საოლქო ჰოსპიტალის მედძმა; 1996-2001 წწ. ამავე ჰოსპიტალის წამყვანი ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2001-2002 წწ. ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკის (შარიტე) ექიმი-ანესთეზიოლოგი; 2003-2004 წწ. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის თანამშრომელი; 2004 წელს ქურთაში (სამაჩაბლოში) ხელმძღვანელობდა სამედიცინო სისტემის რეაბილიტაციას; 2005-2010 წწ. იყო აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონის კოორდინატორი (2003); რეზერვისტი მუხროვანის 419-ე ბატალიონის ბაზაზე, უმცროსი ლეიტენანტი, ასმეთაური (2007); ჰუმანიტარული სამედიცინო აქციის ხელმძღვანელი და მონაწილე სამაჩაბლოსა და ახალგორის რაიონებში (2008); . ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი (2010). არის 12 სამეცნიერო სტატიის ავტორი ჟურნალ "Georgian Medical News" და "საქართველოს სამედიცინო მოამბეში". ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. სადისერტაციო თემა - "ანესთეზიის მეთოდების ოპტიმიზაცია კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში". წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.372; ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge; 8skolakutaisi.blogspot.com Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |