Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჭკუასელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით 1958 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1962-1976წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ს/კ ინსტიტუტში უფროს ინჟინრად, უმცროს და უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1964-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საპროექტო ინსტიტუტ "ვოენპროექტში" ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1971-1974წწ. მივლინებული იყო ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საკონსტრუქტორო ბიუროსა და საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში უფროს ინჟინერ-კონსტრუქტორად, მთავარ ინჟინრად; 1976-1996წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში, საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტროს, ასევე ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო სამუშაოებისა და ახალი ტექნიკის განყოფილების, სამეცნიერო-ტექნიკური და მთავარი სამეცნიერო-ტექნიკური სამმართველოების უფროსად; იყო სამინისტროს კოლეგიის წევრი; 1977-1992წწ. თავმჯდომარეობდა სამშენებლო ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიას; 1996 წლიდან იყო საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის სახელმწიფო ლიცენზირების ცენტრის - შპს "საპროექტო-სამშენებლო ინჟინერინგის" - დირექტორის მოადგილე და მთავარი ინჟინერი; მონაწილეობდა თბილისის სპორტის სასახლის, მეტროსადგურების "დიდუბისა" და "ისნის", საქართველოს რიგი ქალაქების (ბორჯომი, ქობულეთი, სამტრედია, ხაშური და სხვა) სარკინიგზო სადგურების, ამიერკავკასიისა და თურქმენეთის სამხედრო შტაბის დაპროექტებაში; უცხოეთში მოღვაწეობისას ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვანი სამრეწველო ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობას, ეროვნული კადრების (ინჟინერ-კონსტრუქტორების) მომზადებას; აქტიურად იყო ჩართული სამშენებლო ნორმების, ინსტრუქციების დამუშავებასა და ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიების, სტანდარტების დანერგვაში, ექსპერიმენტული მშენებლობის პროექტების დამუშავებაში, ავარიებისა და მიწისძვრებისაგან დაზიანებული შენობა-ნაგებობების სალვლევ-საძიებო და აღდგენა-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში; ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი; გამოქვეყნებული აქვს 40 სამეცნიერო ნაშრომი და საავტორო მოწმობა; არის მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების აშშ-ის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი; დაჯილდოებულია სამახსოვრო მედლით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.704-705 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |