Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიზო ჭელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1955 წელს. 1956-1958 წწ. მუშაობდა ბათუმის რაიონულ გაზეთ "კოლმეურნის გზის" რედაქციაში ლიტერატურულ თანამშრომლად, 1958-1965 წწ. მახარაძის (ამჟამინდელი ოზურგეთის) რაიონული გაზეთის "ლენინის დროშის" (ამჟამინდელი "ალიონის") რედაქციაში კორექტორად, შემდეგ განყოფილების გამგედ. 1964-1967 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების ასპირანტი. გიზო ჭელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი - "ილია ჭავჭავაძის დაუმთავრებელი მოთხრობები", გამოქვეყნდა 1954 წელს. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994). საზოგადო მოღვაწე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედების ფოლკლორული წყაროები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური დრამა", დაიცვა 1994 წელს. Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |