The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ქუჩი ჭუბაბრია

ქუჩი ჭუბაბრია
Legal name:ალექსანდრე ჭუბაბრია
Date of birth:23 September, 1938  (86 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალოლბით 1963 წელს.

1963-1986წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტის" N3 სახელოსნოში მთავარ არქიტექტორად; 1986-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს საპროექტო ბიუროს ხელმძღვანელად; 1969-1972წწ. მისი ნამუშევრებია: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს IV სამმართველოს ლიძავის სახელმწიფო აგარაკის II კორპუსი (აშენდა 1969-1972), საქართველოს მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი "ივერია" ქობულეთში (აშენდა 1978-1981), ლაიფციგის საერთაშორისო გამოფენის პავილიონი (1977-1980), საბჭოთა კავშირის პავილიონი იზმირში (თურქეთი) საერთაშორისო გამოფენაზე (1980-1982), სამკურნალო საცურაო აუზი (ზღვის წყალზე) გაგრის სანატორიუმი "თბილისში", საქართველოს მინისტრთა საბჭოს (250-ადგილიანი) დასასვენებელი სახლი სოხუმში (სინოპში), მოსკოვის მსოფლიო სამრეწველო-სავაჭრო პალატის ფილიალი თბილისში (1984-1987), საბჭოთა კავშირის საგამოფენო პავილიონი ბაღდადში (ერაყი, 1988), შპს "შშშ"-ის საცხოვრებელი კომპლექსი ვერაზე (ჯანაშისა და ბარნოვის ქუჩებზე), 1996-2000წწ., ბენზინგასამართი კომპლექსი "ჰანვა-ენერჯი" თბილისში (სანაპიროზე, 2000).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.705


Share: