The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ჭურაძე

თამაზ ჭურაძე
Date of birth:27 January, 1942
Date of death:April, 2018  (at 76 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის სპეციალობით 1964 წელს; მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1958-1961წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "მთავართბილმშენისა" და N3 სამშენებლო ტრესტ "თბილმრეწვმშენის" სამშენებლო სამმართველოებში მუშად და მებეტონედ; მუშაობდა საბჭოთა კავშირის ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის სამინისტროს სამშენებლო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენსა" და საინჟინრო-ტექნოლოგიურ ორგანიზაციაში "თბილორგენერგომშენი", თბილისის ენერგეტიკისა და ჰიდროენერგეტიკული ნაგებობების ს/კ ინსტიტუტში ტექნიკოსად, ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; ოთხი ათეული წლის პედაგოგიური მოღვაწეობა აკავშირებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან, როგორც ამ უმაღლესი სასწავლებლის დოცენტს, პროფესორს, სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, სატრანსპორტო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს, ხიდებისა და გვირაბების კათედრის გამგეს, ამავე მიმართულების ხელმძღვანელსა და სრულ პროფესორს; 1982-1986წწ. მივლინებული იყო საზღვარგარეთ და კითხულობდა ლექციებს ანაბის (ალჟირი) უნივერსიტეტში (ფრანგულ ენაზე); აქტიურად იყო ჩართული "ხრამჰეს-2"-ის, "ენგურჰესის", "ასუანჰესის" (ეგვიპტე) და "ჟინვალჰესის" ჰიდროტექნიკური კომპლექსის მიწისქვეშა ნაგებობების პროექტირებაში; მისი მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ საინჟინრო ნაგებობებს შორისაა: ქ. თბილისის შემოვლითი რკინიგზა და "თბილისი-ბათუმის" მაგისტრალური სარკინიგზო ხაზის გვირაბი და სხვა; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი; 2 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 150-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური ჟურნალის "ტრანსპორტი" მთავარი რედაქტორი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური საბჭოს წევრი; სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა 9 საკანდიდატო და 11 სადოქტორო დისერტაციის მოპმზადებას.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.706-707; გაზეთი "ახალი თაობა": dspace.nplg.gov.ge

Bibliography


Share: