Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ჭყონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1947 წელს. 1947-1964წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქკვებმრეწვსახპროექტში" მთავარ კონსტრუქტორად; 1964-1967წწ. საპროექტო ინსტიტუტ "საქქალაქმშენსახპროექტში" განყოფილების უფროსად; 1969-1970წწ. საქართველოს არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტში განყოფილების უფროსად - კოლეგიის წევრად; 1970-1974წწ. თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების საპროექტო ინსტიტუტ "თბილზნიიეპში" მთავარ ინჟინრად; 1974-1983წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტექნიკური სამმართველოს უფროსად - კოლეგიის წევრად; 1983 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის "საქაგრომრეწვის" საპროექტო ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი; მისი მონაწილეობით დაპროექტებული ობიექტებია: თბილისის კონიაკის ქარხანა, თბილისის მაცივარი, ქ. კიროვაბადის ლუდის ქარხანა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები; დაჯილდოებულია საბრძოლო და შრომითი დამსახურებისთვის სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.707-708
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |