| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი მიქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1954 წელს მუშაობდა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში; 1956–1974წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1974–1987წწ. ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ (ახლანდელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინსტიტუტში – ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის გამგედ. მისი კვლევის საგანი იყო ძველი ქართული ლიტერატურა, XIX ს. I ნახევრის მწერლობა, ასევე – ახალი და უახლესი ლიტერატურის ისტორია. მანვე შეისწავლა და აღწერა უძველესი ქართული ხელნაწერები; საყურადღებო გამოკვლევები აქვს "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერთა შესახებ; დიდი ამაგი დასდო კრიპტოგრაფიის, ქართულ ფსევდონიმთა, საბიბლიოთეკო და სამუზეუმო საქმიანობის, ბიბლიოგრაფმცოდნეობის შესწავლას და სხვ. მნიშვნელოვანია მის მიერ შედგენილი ქართული მწერლობის ბიბლიოგრაფია, რომელიც მოიცავს ხანას პირველი ქართული წიგნის დაბეჭდვიდან XX ს. 80-იან წლებამდე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მ. ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლა საქართველოსა და რუსეთის სიძველეთსაცავებში. არის 20-მდე წიგნისა და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი მეუღლე ლალი პატარია იყო დიმიტრი ყიფიანის მე-5 თაობის შთამომავალი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1980). წყარო: დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი : ფოტოალბომი : მასალები ექვსი თაობის საოჯახო არქივიდან /შემდგენლები: თამარ მიქაძე, სოფიო ისაკაძე.-თბ.,2016; facebook.com; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

