Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ხალვაში![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბატუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1964 წელს; თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ინსტიტუტი ეკონომიკურ ურთიერთობების სპეციალობით. 1957 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა "აჭარკოოპკავშირის" სარემონრო კანტორაში, კომპლექსური ბრიგადის ხელმძღვანელად; 1960-1966წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის N2 სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში მშენებელ ოსტატად; 1966-1970წწ. სამრეწველო საწარმოების კომბინატის საყალიბო საამქროს უფროსად; 1971-1973წწ. სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1971-1973წწ. ჭოროხის ინერტული მასალების ქარხნის დირექტორად; 1973-1974წწ. N5 სამშენებლო ტრესტის საწარმოო კომბინატის დირექტორად; 1974-1982წწ. იყო აჭარის მინისტრთა საბჭოსთან არსებული საგზაო სამმართველოს უფროსი; 1982-1991წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N5 სამშენებლო ტრესტის მმართველი; 1991-2002წწ. აჭარის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა და აჭარის ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი, კომერციულ ბანკ "ლიბერთის" მმართველის მოადგილე ადმინისტრაციისა და მშენებლობის დარგში; შპს "ჭოროხი-2009"-ის დირექტორია; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებითა და საპატიო სიგელებით. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.711 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |