შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ხასია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალახაძე, გაგრის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს. 1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N12 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1953-1961წწ. მთავარი სამმართველოს N44 და N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1962წწ. მთავარ ინჟინრად; 1962-1992წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს (შემდეგ საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა "ბზიფი-რიწა-ავადხარის, "ფსოუ-განთიადი-გაგრის", ბიჭვინთის საავტომობილო გზების მონაკვეთების, მიუსერისა და გაგრის კურორტების, ასევე, სამთავრობო აგარაკებისა და სანატორიუმების მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობას, გაგრის შემოსასვლელი და "გაგრა-ალპრურის" (მზიურის მთა) საავტომობილო გზების, უნიკალური (მაღალსაყრდენებიანი) ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.714-715; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |