The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ხასია

გრიგოლ ხასია
Date of birth:15 March, 1927
Date of death:2012  (at 84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ალახაძე, გაგრის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი საავტომობილო გზების მშენებლობის სპეციალობით 1951 წელს.

1952-1953წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N12 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს უფროს ინჟინრად; 1953-1961წწ. მთავარი სამმართველოს N44 და N41 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოების ინჟინრად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1961-1962წწ. მთავარ ინჟინრად; 1962-1992წწ. იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს (შემდეგ საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს N3 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი; ხელმძღვანელობდა "ბზიფი-რიწა-ავადხარის, "ფსოუ-განთიადი-გაგრის", ბიჭვინთის საავტომობილო გზების მონაკვეთების, მიუსერისა და გაგრის კურორტების, ასევე, სამთავრობო აგარაკებისა და სანატორიუმების მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია-კეთილმოწყობას, გაგრის შემოსასვლელი და "გაგრა-ალპრურის" (მზიურის მთა) საავტომობილო გზების, უნიკალური (მაღალსაყრდენებიანი) ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი და სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.714-715; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.253

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების მედალი
  • საპატიო მეგზევე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: