Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კობა ხატიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს. 1961-1963წწ. მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპროშახტში" არქიტექტორად; 1963-1964წწ. საქართველოს სახალხო მეურნეობის საბჭოსთან არსებული სპეციალურ სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროში უფროს მხატვარ-კონსტრუქტორად, ჯგუფის ხელმძღვანელად; 1964-2006წწ. იყო თბილისის ზონალური ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტის ("თბილზნიიეპი") უფროსი არქიტექტორი, ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; 1971-1974წწ. მივლინებული იყო გვინეის რესპუბლიკაში (აფრიკა) მუშათა დაბის დასაპროექტებლად და მშენებლობის საავტორო ზედამხედველობისთვის; 1990 წელს მიიწვიეს საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" თბილისის ს. ჩიქოვანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტის (არქ. თ. ბოჭორიშვილთან ერთად) დასამუშავებლად; 1994-1996წწ. მუშაობდა მოსკოვის სამშენებლო ორგანიზაციის საპროექტო ბიუროში პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1997-2002წწ. ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანია "კავუნიტექსის" საპროექტო ბიუროს; 2003-2005წწ. მუშაობდა "ცენტრ პოინტის" საპროექტო ჯგუფში პროექტის მთავარ არქიტექტორად; სხვადასხვა დროს მუშაობდა (კოლეგებთან ერთად) მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საცხოვრებელი დასახლების (1976), დაბალმჭიდრო განაშენიანებაზე გათვლილი 3-4-სართულიანი ექსპერიმენტული სახლების პროექტების შემუშავებაზე (პროექტები განხორციელდა თელავში, სიღნაღში, გორში, ცხინვალსა და თბილისში დიდ დიღომსა და ზღვის უბანში); საბჭოთა კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტმა მას უმაღლესი შეფასება ("საუკეთესო ხარისხი") მიანიჭა; არის არქიტექტორთა საკავშირო, რესპუბლიკური და შიდასაინსტიტუტო კონკურსების გამარჯვებული. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.715
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |